როგორ გავხდე კვერცხუჯრედის დონორი?

ვის შეუძლია გახდეს დონორი? დონაციისთვის სასურველია ქალი იყოს 20-29 წლამდე ასაკის, რომელსაც უკვე ჰყავს ჯანმრთელი შვილი. 29 წლამდე იმიტომ, რომ წლების მატებასთან ერთად ქვეითდება კვერცხუჯრედების ხარისხი და რაოდენობა ქალის ორგანიზმში. ჯანმრთელი შვილის ყოლა იმიტომ არის სასურველი, რომ არ იყოს გამოვლენილი რაიმე გენეტიკური დაავადება. ამ კონკრეტულ ფაქტორს კანონი არ არეგულირებს, ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით უპირატესობას ვანიჭებთ ისეთ დონორს, რომელსაც უკვე ჰყავს ჯანმრთელი შვილი. მსურველები დაგვიკავშირდით მისამართზე: ქ. თბილისი, რობაიძის გამზირი N7. ან დაგვირეკეთ: 599107121; 599302130